აბიტურიენტებმა ატესტატის ასლი გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტომდე უნდა წარადგინონ

15 აგვისტო 2019, 11:45 1952 ნახვა

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  აბიტურიენტების გარკვეულ კატეგორიას მოუწოდებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს 18:00 საათამდე ატესტატის ასლი წარმოადგინონ.

ატესტატის წარდგენის ვალდებულება აქვთ:

➤ აბიტურიენტებს, რომლებსაც 2011 წლამდე აქვთ აღებული ატესტატი;
➤ აბიტურიენტებს, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი ან საქართველოში განხორციელებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
➤ აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ასევე იმ აბიტურიენტებმა, რომელთა საგამოცდო ბარათზე ეწერა, რომ ჰქონდათ ატესტატის წარმოდგენის ვალდებულება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში