გუგუტიანთკარში უკანონო საზღვარს მიღმა 2 ოჯახი დარჩა

15 აგვისტო 2019, 15:11 1391 ნახვა

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. დილიდან რუსმა სამხედროებმა   უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებში ოკუპანტები ბოძებსა და ლითონის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ,  ავლებენ მავთულხლართებსაც.

მცოცავი ოკუპაციის პირობებში კი გუგუტიანთკარის მცხოვრებლები კარგავენ  საცხოვრებელ სახლებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს.  

ბოლო ინფორმაციით, ორი  სახლი  დარჩა უკონტროლო ტერიტორიაზე. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში