დიდი ბრიტანეთის ელჩი - მავთულხლართების აღმართვა ადგილობრივი მოსახლეობის გაყოფას ემსახურება

15 აგვისტო 2019, 17:55 1791 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ გუგუთიანთკარში რუსული მავთულხლართების გავლებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ელჩი. ჯასტინ მაკენზის თქმით, გუგუთიანთკარში რუსული მავთულხლართების აღმართვა ადგილობრივი მოსახლეობის გაყოფას ემსახურება, რაც უნდა შეჩერდეს.

როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში