ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა

15 აგვისტო 2019, 17:28 1788 ნახვა

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე კიდევ ერთ თანამდებობაზე დაინიშნა, მიხეილ ჩინჩალაძე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოზიციაზე დაინიშნა, მის მოადგილედ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი შენგელია დასახელდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა გადაწყვეტილებები გააპროტესტეს, რადგან დანიშვნა გასაუბრების გარეშე მოხდა, რამაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

იუსტიციის საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატთან გასაუბრება გაიმართა. ახლა 50 კანდიდატიდან 20 ფარული კენჭისყრით უნდა შეირჩეს და შემდეგ ეს სია პარლამენტს გადაეგზავნოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში