„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი - ამერიკული ჯგუფი „კონტი“ ტოვებს

15 აგვისტო 2019, 17:32 1447 ნახვა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ დატოვა, გავრცელებული ინფორმაციით ამის მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება. „კონტი ჯგუფი და „თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ თანაბარ 42-42%-იან წილს ფლობენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კონტი ჯგუფის მიერ პროექტის დატოვების შესახებ მედიისგან შეიტყვეს, მათი განცხადებით „კონტი ჯგუფი“ რამდენიმე თვეა კონსორციუმის მენეჯმენტში აღარ მონაწიელობდა, თუმცა როგორც ინვესტორს გააჩნია ვალდებულება, რომ აქციების გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია.

კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ  ისეთი მსხვილი აქციონერის, როგორიც „კონტი ჯგუფია“ გასვლით არაფერი ისეთი მომხდარა,რომ კონსორციუმი დაზარალებულიყო და გადაწყვეტილება გასვლის თაობაზე ამერიკულ კომპანიამ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიიღო. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ ასეთი მსხვილი ინვესტორის გასვლა პროექტისთვის საგანგაშოა 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში