ტელეკომპანია „იმედის“ ფილმი აგვისტოს ომზე

15 აგვისტო 2019, 17:03 1480 ნახვა

“ჩვენ  მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”-  სწორედ ასე ჰქვია  40 წუთიან ფილმს, რომელიც არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ პოლიტიკოსების კრიტიკის მიზეზი გახდა. ოპოზიციაში აცახდებენ, რომ ფილმში აგვისტოს ომის შესახებ ფაქტები დამახინჯებულია და იგი რუსული პროპაგანდაა.

მედია ჩეკერი,  ორგანიზაცია რომელიც სხვადასხვა მედიის მასალას უწევს მონიტორინგს წერს, რომ სიუჟეტი პირადად სააკაშვილს და ზოგადად მის გარემოცვას სდებს ბრალს 2008 წლის ომის დაწყებაში, ფილმში კი საერთოდ არ ჩანს მისი ან მისი გუნდის პოზიციის წარმოჩენის მცდელობა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  ფილმში რუსეთი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ მესამე, განყენებულ აქტორად არის წარმოჩენილი. ასევე, არ არის გაანალიზებული ისტორიული კონტექსტი.

არც უკრაინასთან პარალელებია გავლებული, რაც ჩრდილოელი მეზობლის რეგიონში განზრახვებსა და მიზნებს თავის სახელს დაარქმევდა. სიუჟეტი ცალმხრივად, მანიპულაციურად აჩვენებს განვითარებულ მოვლენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილმი შეიქმნა არა აგვისტოს ომის და მანამდე განვითარებული მოვლენების გამოსარკვევად, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობის წარმოსაჩენად - წერს მედია ჩეკერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში