გიორგი მამალაძის ოჯახი პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავს

16 აგვისტო 2019, 12:57 1610 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დაკავებული მოძღვრის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს   მიმართავს.  გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, შეწყალების მოთხოვნის  განახლების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზს მარჯვენა კიდურები პარალიზებული აქვს და დამოუკიდებლად ეტლითაც კი ვერ გადაადგილდება.

“რაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მისთვის არ მიგვიმართავს შეწყალებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქალბატონ ზურაბიშვილს მივმართავ შეწყალების შუამდგომლობით. მანამდე ჩვენ მიმართული გვქონდა ბატონი გიორგი მარგველაშვილისთვის, რომელმაც, სამწუხაროდ, უარი გვითხრა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. შეწყალების მოთხოვნის განახლების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექვს თვეზე მეტია, რაც მაჯვენა კიდურები პარალიზებული აქვს - მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციების შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის განმარტებით ისინი საქართველოს საპატრიარქოს და მის წინამძღოლს, უწმინდეს ილია მეორესაც მიმართავენ, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ მოხდეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში