ღარიბაშვილი შსს-ში, გახარია პრემიერად - ტვ პირველი

16 აგვისტო 2019, 13:31 4343 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მთავრობაში ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს აბრუნებს.  ტელეკომპანია  პირველის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ ორ კვირაში განხორციელდება .

ტელეკომპანიის ინფორმაციით,  მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  პრემიერის სავარძელში გადაინაცვლებს,  მის ადგილს კი ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი  ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

რაც შეეხება მოქმედ პრემიერს. მამუკა ბახტაძე პრემიერობიდან სამუშაოდ სავარაუდოდ, ერთ-ერთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში გადაინაცვლებს.

ირაკლი ღარიბაშვილი შშს მინისტრად 2012 წელს დაინიშნა.  2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის სავარძელში გადაიყვანა, თუმცა 2-წლიანი პრემიერობის შემდეგ ღარიბაშვილი 2015 წელს თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 5 მარტს ღარიბაშვილი პოლიტიკაში დააბრუნა და ოცნების პოლიტიკურ მდივნად დანიშნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში