დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს თუ როგორ უარესდება კონკრეტული ოჯახების მდგომარეობა-საგარეო საქმეთა სამინისტრო

16 აგვისტო 2019, 13:51 1586 ნახვა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ეს იყო ის მთავარი, რაც დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს. ყველა დიპლომატიური უწყების წარმომადგენელია მოსული, ვინც თბილისში იყო,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

დარსალიას ინფორმაციით, გუგუტიანთკარში  სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც საუკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა. მისივე განმარტებით  უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებისთანავე  სახელმწიფომ შესაბამისი მექანიზმები აამუშავა.

„პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია“-განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში