რუსეთს უნდა ჰკითხოთ რას აპირებს მომავალში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

16 აგვისტო 2019, 14:41 1172 ნახვა

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება რუსი ჯარისკაცების მიერ  ოკუპაციის შეჩერება, იმ ვითრებაში თუ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და რას აპირებს სამინიტრო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად მომავალში საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილე პასუხობს - "ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ". 

ლაშა დარსალია ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს.

„ზოგადად, რუსეთი ახორციელებს ბორდერიზაციის პროცესს ზეწოლის მიზნით... რუსეთს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებს მომავალში, ჩვენ ვთქვით, რომ ამჟამად ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და სახელმწიფო ყველა თავის ხელთ არსებულ მექანიზმს ამუშავებს, რომ ეს პროცესი არ გაგრძელდეს“-განაცხადა  ლაშა დარსალიამ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში