აქცია "სირცხვილიას" წარმომადგენლებს სოფელ გუგუტიანთკარში არ უშვებენ

16 აგვისტო 2019, 16:51 1513 ნახვა

აქცია "სირცხვილიას" წარმომადგენლებს სოფელ გუგუტიანთკარში არ უშვებენ. სოფელში აქციის წევრები  შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეუშვეს. პოლიციის წარმომადგენლებმა მათ განუცხადეს, რომ  გადადგილების შეზღუდვა მათივე უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. 

აქცია "სირცხვილიას" ორმა ორგანიზატორმა მოგვიანებით, სოფელში სამარშუტო ტაქსით შესვლა მოახერხა და ადგილობრივებსაც გაესაუბრა. მათი თქმით, შეხვედრისას განსაკუთრებით ერთი ქალი აქტიურობდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ამდენი ადამიანის შემოსვლით ბავშვებს შეეშინდებოდა,  სიტუაცია დაიძაბებოდა და მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. 

კიდევ ერთმა მოქალაქემ კი "სირცხვილიას" ორგანიზატორებს უთხრა, რომ რუსები იმ ტერიტორიას საზღვრავდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ მოუხაზა და დაუტოვა.

აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  უთხრეს, რომ აპირებენ სოფელში დარჩნენ და სხვა ადგილობრივებსაც შეხვდნენ, რადგან მიაჩნიათ , რომ ზემოთხსენებული ორი მოქალაქის პოზიცია სოფლის პოზიციას არ ასახავს.

სოფელში აქციის მონაწილეებს არც ლაივის ჩართვის საშუალება მისცეს. პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ გადაღებას აკრედიტაცია სჭირდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში