განცხადებები, რომლებიც პირველმა პირებმა დღეს გააკეთეს - საოკუპაციო ხაზი

16 აგვისტო 2019, 18:12 1500 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები, უწყების განცხადებით, ისინი ყველა ბერკეტს იყენებენ გუგუტიანთკარში განხორციელებული უკანონობის აღმოსაფხვრელად.  

ყველა ხერხისა და გზის გამოყენებაზე საუბრობს ასევე პრემიერ-მინისტრიც და განმარტავს, რომ ისინი პირველივე დღიდანვე იყვნენ გუგუტიანთკარში  ადგილობრივების გვერდით. ცნობისთვის, მამუკა ბახტაძეს ე.წ. საზღვარი ამ დრომდე არ მოუნახულებია, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებმა სოფელში საზღვრის გადმოწევა დაიწყეს.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი მთავრობის წევრებიდან, რომელიც გუგუტიანთკარში გუშინ ჩავიდა.  ეს დღეებია ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს გუგუტიანთკარში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში