უკანონო ბორდერიზაცია და დიპლომატთა კორპუსი გუგუტიანთკარში​

16 აგვისტო 2019, 21:09 1273 ნახვა

ადგილობრივების პრობლემებსა და სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებას, დღეს, რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნო. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ.

ბორდერიზაციის პროცესის განახლებით შეშფოთებული დიპლომატები, იმედს არ კარგავენ, რომ  საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა რუსეთზე სასარგებლო იქნება. ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები, რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ,  დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში