„საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს“ - საგარეო

18 აგვისტო 2019, 12:25 1427 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, მიიღონ ქმედითი ზომები, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად. უწყების სპიკერის თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში