გუგუტიანთკარში ოკუპანტები არც დღეს გამოჩენილან

18 აგვისტო 2019, 15:20 1365 ნახვა

მეორე დღეა, ოკუპანტები არ ჩანან სოფელ გუგუტიანთკარში, თუმცა ისინი ე.წ საზღვრის მიღმა ავტომობილებით გადაადგილდებიან. მოსახლეობა შიშობს, ბორდერიზაცია გაგრძელდება. მათი თქმით, შესაძლოა უკანონო საზღვრის მიღმა, ეკლესია და სასაფლაოს ნაწილი დარჩეს.

გუშინ სოფელში სამმა ოჯახმა, დაშალა დამხმარე ნაგებობები, სახლები და ტერიტორიიდან საკუთარი ნივთები გამოიტანეს. საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი 15 აგვისტოს  დაიწყო.  ამავე სოფელში მავთულხლართები  გააბეს  7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში