პრემიერი კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

30 აგვისტო 2016, 00:00 3175 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო. მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში სტუმრობისა და იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარების გაცნობისთვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე კატეგორიაში