არჩილ თალაკვაძე - ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა 

19 აგვისტო 2019, 18:26 2091 ნახვა

ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა. როგორც ხდება პოლიტიკაში ამისთვის საჭიროა რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახელება, -ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, უმრავლესობის წევრის ბიძინა გეგიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

თალაკვაძე ამბობს, რომ ბიძინა გეგიძეს არასდროს ჰქონია პირადად მასთან და გუნდის სხვა წევრებთან კომუნიკაციის პრობლემა, რათა პრობლემური საკითხები განეხილა.რაც შეეხება ბიძინა გეგიძის სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაბარებას, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ რომელიმე გამოძიების კითხვები არ უნდა იყოს პოლიტიკური განცხადებების საფუძველი

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში