კარტოფილს ხულოში სხვა კულტურით ანაცვლებენ

19 აგვისტო 2019, 21:31 2400 ნახვა

აჭარის რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სოფლის მეურნეობის კულტურის, კარტოფილის მოყვანა, ყოველწლიურად მცირდება. ამის მიზეზად ფერმერები, დაბალ ფასს, დაავადებებსა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.

რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათ ჯიშების განახლებას და თანადაფინანსების სთავაზობს.  რაც შეეხება რეალიზაციას, უწყებაში ამბობენ, რომ  პრობლემა ლოჯისტიკური ცენტრების გახსნის შემდეგ მოგვარდება. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში