ფეხბურთის ყურება შესაძლოა კარგი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის

19 აგვისტო 2019, 22:17 2925 ნახვა

ფეხბურთის ყურება შესაძლოა კარგი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის 

 ინგლისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ფეხბურთის ყურება თქვენი ჯამრთელობისთვის სასარგებლოა.

ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ  ჩაატარებულ ექსპერიმენტში, 20-დან 60 წლამდე 25 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

დაკვირვების შედეგად დადგინდა რომ მატჩის ყურების დროს იგრძნობოდა მომატებული გულისცემა, რაც ,,პოზიტიური სტრესია’’ და  ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ზომიერ ვარჯიშსს. 

 ექიმ ანდრეა ულეის თქმით,  აშკარაა რომ დაძაბული თამაშის დროს გულშემატკივრი ვნებათაღელვაშია და ამ მომენტში გულისცემა იზრდება, ეს კი მსგავსი მომენტია  იმისა, როდესაც თქვენ სწრაფი ნაბიჯებით სეირნობთ.

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების მონაწილეებს გაცილებით უკეთესი განწყობა ჰქონდათ მათი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში. პოზიტიური განწყობა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდებოდა, ხოლო საყვარეული გუნდის მარცხის დროს, მათი ნეგატიური განწყობა მხოლოდ დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ენდობით თუ არა ამ კვლევას ეს თქვენზეა დამოკიდებული , თუმცა ფეხბურთის ერთგულ გულშემატკივარს ეს შედეგები ნამდვილად მოეწონება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში