დავით ქაცარავა ამბობს, რომ თავს დაესხნენ - " ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ"  

20 აგვისტო 2019, 14:38 1913 ნახვა

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას თავს დაესხნენ და 5 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. 

აქტივისტი ირწმუნება, რომ იქვე იდგა შს სამინისტროს წარმომადგენლებიც, თუმცა მისივე მტკიცებით, პოლიციელებს თავდამსხმელები არ შეუჩერებია. 

"ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში.წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ.  დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი.  მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ.  მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია. მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. 
ხო, სხვათა შორის, კუანა კურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ?" - წერს ქაცარავა ფეისბუქ გვერდზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე  გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში