რა იწვევს მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას?

24 აგვისტო 2019, 00:46 11170 ნახვა

თვალის სიმშრალეს ბევრი უჩივის. ეს პრობლემა მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 15-17% აწუხებს, მაჩვენებელი  წლიდან წლამდე იზრდება.  უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ე.წ მშრალი თვალის სინრომის დიაგნოსტირების შემთხვევები 4-5 ჯერ გახშირდა. ეს არის დატენიანების   ნაკლებობით გამოწვეული თვალის ზედაპირის ქრონიკული  გაღიზიანება რაც ხშირად ცრემლის აპკის დარღვევითაა განპირობებული.

თვალის სიმშრალის მიზეზთა შორის უმთავრესი კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობაა.

პლანშეტები, სმარტფონები, ეკრანიდან წამოსული ლურჯი სხივი თვალზე  აუარყოფითად მოქმედებს.  ადამიანი ამ დროს უჩივის წვას, თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებას, სინათლის შიშს, პერიოდულად მხედველობის დაბინდვას, სიმხურვალისა და სიმშრალის შეგრძნებას. მცირე რაოდენობით ლორწოვან გამონადენს და პერიოდულ ცრემლდენას.

მხედველობის დაძაბვა (კითხვა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა), რაც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს, თვალის იშვიათი ხამხამის მიზეზია და ცრემლის სწრაფად აორთქლებას იწვევს, შესაბამისად, ირღვევა ლორწოვანის ნორმალური დატენიანების პროცესი. ამას ერთვის ოფისების კონდიცირებული ჰაერი, რომელიც თავის მხრივ, ცრემლის აორთქლებას აჩქარებს.

რა სიმპტომები აქვს მშრალი თვალის სინდრომს?

➤  სიწითლე

➤ ტკივილი

➤ თვალების წვის, ჩხვლეტის, სიმძიმის, ქავილის, სიმშრალის, უცხო სხეულის (ქვიშის) შეგრძნება

➤ მხედველობის დაბინდვა

➤ მცირე წებოვანი გამონადენი

➤ რეფლექსური ცრემლდენა

➤ სინათლის შიში

მშრალი თვალის სინდრომის მქონე პირებმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეარჩიონ კონტაქტური ლინზები, რათა ისედაც გაღიზიანებული თვალის გარსი კიდევ უფრო არ დააზიანონ.

არსებობს სპეციალურად მშრალი თვალის ლინზები, რომლებიც ტენის მაღალი შემცვლელია. თუ ატყობთ, რომ  ეს პრობლემა გაწუხებთ ოფთალმოლოგის რეკომენდაციით ხელოვნური ცრემლი  გამოიყენეთ. ასევე ყოველ ნახევარ საათში 2-3 წუთით  შეისვენეთ.

სასურველია 4 საათზე მეტი კომპიუტერთან არ გაატაროთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში