"რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და არხის წამყვანი სახეები სამსახურიდან გაათავისუფლეს

20 აგვისტო 2019, 18:13 2019 ნახვა

რუსთავი 2-ის წამყვან თანამდებობებზე მომუშავე პირები პოსტებიდან გათავისუფლებულები არიან. მათ შორის „კურიერის“ ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, ეკა კვესიტაძე და სხვები.

პაატა სალია ამბობს, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა მიიღო. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა განცხადება გააკეთეს. ნოდარ მელაძისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ამბობს, რომ შესთავაზეს სამსახურში დარჩენა, უბრალოდ მათთვის უნდა მიეცა საკომუნიკაციო არხი.
 

მისი თქმით,  მასთან მივიდა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელმაც შესთავაზა რუსთავი ორი გადაქცეულიყო ნაკლებად კრიტიკულ არხად, თუმცა არ დამსგავსებოდა „იმედს“. მას შეურჩევდნენ ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ პირს, რომელთანაც კონსულტაციებს გაივლიდა სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაზეც მელაძემ უარი განაცხადა.

პაატა სალია მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას აანონსებს.

(ფოტო: არქივი)

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში