უკანონოდ დაკავებული 8 ახალგაზრდა თავისუფალია - გუგუტიანთკარში კი ოკუპანტები მთელი დღე უკანონო სამუშაოებს ატარებდნენ

20 აგვისტო 2019, 21:50 1277 ნახვა

საქართველოს 8 მშვიდობიანი მოქალაქე თავისუფალია. ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან ისინი, საღამოს საათებში გამოუშვეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის შვიდი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ერთი მცხოვრები 17 და 18 აგვისტოს  ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ისინი ამ წუთებში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის შიდა ქართლის პოლიციაში იმყოფებიან და ამის შემდეგ დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. რუსი ოკუპანტები კი უკანონო საზღვრის გავლების პროცესს განაგრძობენ, გუგუტიანთკარში ისინი დილიდან სატვიეთო მანქანებითა და ღობეების გავლებისთვის საჭირო მასალებით გამოჩნდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში