არასამთავრობო სექტორი -“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა

21 აგვისტო 2019, 11:08 1066 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს განცხადებით ეხმაურებიან. სამოქალაქო სექტორი ცვლილებებს უარყოფითად აფასებს.

მათი შეფასებით, ეჭვგარეშეა, რომ “რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ საგულისხმოა ნოდარ მელაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ  ხელისუფლება მის თანამშრომლობაზე დათანხმებას ცდილობდა, რის სანაცვლოდაც კურიერი ე.წ. „ცხელ თემებს“ არ უნდა შეხებოდა.


ასევე ახალი მენეჯმენტის მიერ ჟურნალისტებზე ზეწოლის მიზნით ხელფასების დაყოვნება აქედან გამომდინარე, ცალსახაა, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში