„რუსთავი 2“ „კურიერის“ გარეშე

21 აგვისტო 2019, 12:11 1643 ნახვა

დღეს დილით მაყურებელმა კურიერი ვეღარ იხილა, არხიდან საინფორმაციო სამსახურის ძირითადი გუნდი წავიდა.  ქიბარ ხალვაშის დაპირების მიუხედავად, რომ ის ტელეკომპანიაში მასშტაბურ ცვლილებებს არ განახორციელებდა. დაპირებიდან 1 თვის შემდეგ, მან საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო არხის პოპულარული ჟურნალისტების მიმართ.

ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია მივდივართ იმ არხიდან, რომელზეც ათ წელზე მეტი გავატარეთ და სადაც ერთ გუნდად და ერთ ოჯახად ვიქეცით, განაცხადეს კურიერის წამყვანებმა, რის შემდეგაც არხის დატოვების შესახებ განაცხადეს და კურიერი ეთერში აღარ გასულა.

ტელეკომპანიიდან წასულებს ნიკა გვარამია თავის ახალ არხზე ეპატიჟება და მათმა ნაწილმა უკვე „მთავარ არხზე“ მუშაობა გადაწყვიტა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში