უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

21 აგვისტო 2019, 11:37 975 ნახვა

უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს - ასე ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

მისი თქმით, „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელსაც სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის „ხელისუფლება“ ახორციელებს, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ის მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომ ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში