უნდა განთავსებულიყო თუ არა "მთავარი არხი" შენობაში, რომელის მფლობელს ბრალს დღეს წაუყენებენ? 

21 აგვისტო 2019, 13:01 5086 ნახვა

დღეს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერეკლე კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას  სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტს. 

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია "მთავარი არხი" ლაურა ღაჭავას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსებულიყო.  

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი ცდილობდა  ნიკა გვარამიასთან დაეზუსტებინა რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. გვარამია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, მხოლოდ ის გვითხრა, რომ თემაზე მხოლოდ ლაურა ღაჭავას განმარტებების შემდეგ ისაუბრებს.   

"ჯერ ქალბატონმა ლაურამ ისაუბროს ამაზე და მერე გავაკეთებ მე კომენტარს," - გვითხრა ნიკა გვარამიამ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში