აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ბორდერიზაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

22 აგვისტო 2019, 15:05 1125 ნახვა

საქართველოს ხელისუფლების პასიურობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, იძულებულია მკაცრი მოთხოვნით მიმართოს რუსეთს, ასე აფასებს ოპოზიცია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც ამერიკა მოუწოდებს რუსეთს, რომ შეწყვიტოს გუგუტიანთკარში უკანონო მოქმედებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. 

მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტები, თუმცა აღნიშნავენ, რომ კარგი იქნებოდა აშშ მხოლოდ განცხადებებით არ შემოფარგლულიყო.

უმრავლესობაში აშშ- სახ.დეპის განცხადებას ჩვენი ქვეყნის ღია მხარდაჭერად აფასებს და ოპოზციის კრიტიკულ მოსაზრებებს არ ეთანხმებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში