ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების წევრების ნაწილი მედიის მუშაობით უკმაყოფილოა

22 აგვისტო 2019, 14:53 1366 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების წევრების ნაწილი მედიის მუშაობით უკმაყოფილოა. მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიითა და რადიოთი. მათ დღეს ჩვენს ეთერში გასული მასალა გააკრიტიკეს, რომელიც რვაფეხას გახსნას ეხებოდა.

ქართული ოცნების დეპუტატი  ლაშა სირაბიძე  ჩვენს მიერ მომზადებული მასალით უკმაყოფილოა და ეს მან საკრებულოს სხდომაზე დააფიქსირა.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახური თავად წყვეტს რომელი ფაქტი თუ მოვლენა რა ფორმით გააშუქოს. ჩვენ ახალი ამბებს და მოვლენებს  ობიექტურად და მიუკერძოებლად  ვაშუქებთ. რაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი  სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშებშიც აისახა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში