აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ბორდერიზაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

22 აგვისტო 2019, 22:00 1451 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთისგან მოითხოვს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე  დაკავებულ პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

 თეთრი სახლი კრემლს მოუწოდებს  ოკუპირებულ ტერიტორიაზე,სასწრაფოდ შეწყდეს  ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესი.  სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების იმედი აქვს მოსახლეობას გუგუტიანთკარში, სადაც რუსი ოკუპანტები უკანონო საზღვარს, უკვე ორი კვირაა ავლებენ.    ამასთან,  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს 2 დღით კეტავს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში