ბათუმის დრამატული თეატრის გასტროლი საერთაშორისო ფესტივალზე

23 აგვისტო 2019, 10:02 1532 ნახვა

„ტრანს/მისიები – აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა ჟეშუვი-ბათუმი-ოდესა-ვილნიუსი  ’’- ახლადდაარსებულ ფესტივალზე, ბათუმელმა მსახიობებმა სპექტაკლი, ჟეშუვის ვანდა შიმანოვსკას სახელობის თეატრში ითამაშეს.

“სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?! პოლონელი დრამატურგის, სლავორ მირჟეკის პიესის მიხედვით წარმოდგენა,  რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კრიტიკოსებმა და მაყურებელმა  სპექტაკლის შესახებ ისაუბრა.  

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრსა  და  ჟეშუვის ვანდა სემაშკოვას სახელობის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში