შუახევში, რუსთაველის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ

23 აგვისტო 2019, 14:24 1749 ნახვა

ელექტროენერგიის, წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ შუახევში,  ყოფილი ფაბრიკის  შენობაში მცხოვრები ოჯახები. როგორც ამბობენ,დენი კუსტარულად აქვთ შეყვანილი, გაუმართავია წყლისა და კანალიზაციის სისტემაც. მოქალაქეებმა შენობა რამდენიმე წლის წინ მერიისგან შეიძინეს.
 

მათი თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს,   შუახევის მერიას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, სოსლან ზოიძე.  
 

შუახევის მერიაში ირწმუნებიან, რომ  „ენერგო-პრო-ჯორჯიასთან'' მოლაპარაკება უკვე ჰქონდათ  და დენის პრობლემას მალე მოაგვარებენ. რაც შეეხება წყალსა და კანალიზაციას მერის მოადგილე ამბობს, რომ შიდა  სამუშაოები მათი პრეროგატივა არ არის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში