ოფროუდი ჭარნალში - ექსტრემალებისთვის საპრიზო ფონდი 11 ათასი ლარია /ფოტო ამბავი/

23 აგვისტო 2019, 17:34 4908 ნახვა

ჭარნალში აჭარის „შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალი “მიმდინარეობს.  საერთაშორისო შეჯიბრებაში 5 ქვეყნის 35 ავტომრბოლელი ასპარეზობს. შეჯიბრება გუშინ გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.  ავტომრბოლელებმა გამარჯვების მისაღწევად შეჯიბრების სამივე ეტაპი წარმატებით უნდა გაირონ.

დღეს მათ ასპარეზობა რთულ რელიეფზე სპეციალურად შექმნილ ბარიერზე უწევთ, რომელიც უმოკლეს დროში უნდა დაფარონ.

ხვალ მონაწილეებს მურმანეთის სიმონეთის და ალიშის მთების დალაშქვრა მოუწევთ, კვირას დასკვნით დღეს გონიოში ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს სისწრაფეში შეეჯიბრებიან.

საერთაშორისო ფესტივალის საპრიზო ფონდი 11 ათასი ლარია, რომელსაც 12 გამარჯვებული გაინაწილებს.

ფოტოების ავტორი: გიორგი ჩიტაშვილი

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში