ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები დაგმეს  

26 აგვისტო 2019, 21:18 1280 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“ არაკანონიერად მიიჩნევენ. უკანონო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ  ამერიკა და ევროპის ქვეყნები. აფხაზეთის ეგრედწოდებულ „საპრეზიდენტო არჩევნებზე" გერმანიიდან ორი დეპუტატის დამკვირვებლად ჩასვლას, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო უწყება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დეპუტატების აფხაზეთში ვიზიტი რუსული მხარის მიერ დაფინანსდა.  საქართველოსთან მიმართებაში ვინ გახდება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილების მოლოდინი არ არსებობს, მიიჩნევენ ექსპერტები. ე.წ. „არჩევნების“ პირველ ტურში გამარჯვებული არ გამოვლინდა, მეორე ტური კი აფხაზეთში 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში