TV პირველის მფლობელი დღეს დიპლომატებს შეხვდება

27 აგვისტო 2019, 13:33 1437 ნახვა

TV პირველის მფლობელი ვატო წერეთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღეს, 26 აგვისტოს, შეხვდება. ამის შესახებ წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შეხვედრამდე ორი საათით ადრე კი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, სადაც ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელონ. 

''სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.

P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

არ გამოვა!!! 
ტვ პირველი არ იყიდება!!!
თავისუფლება არ იცვლება!!!'' - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტვ პირველის მფლობელი. 

პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ სასამართლოს მიმართავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში