ფერმერების აქციას მინისტრმა ''ნაციონალური მოძრაობის'' პროვოკაცია უწოდა

27 აგვისტო 2019, 15:30 1956 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებს პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ რეგიონში თხილზე დაბალი ფასია. სხვა რეგიონებში კი, მისი ღირებულება გაცილებით მაღალია. 

ასამდე ფერმერმა დღეს აქციაც გამართა, ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ.

მინისტრი ამბობს, რომ პროდუქციის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო პროცესებში ამ კუთხით ვერ ჩაერთვება.  ტიტე აროშიძის თქმით, მთავრობის ძალისხმევით წელს თხილის ხარისხი 90-95% გამოსწორებულია და ფასიც საგრძნობლად გაზრდილია. 

მინისტრმა პროცესებს ნაციონალური მოძრაობის წამოწყებული პროვოკაცია უწოდა. 

''ჩაბარებაზე არანაირი პრობლემა არ არსებობს და არც ფასთან დაკავშირებით. შარშანდელთან შედარებით ფასები 4 ჯერ გაზრდილია. გასულ წელს თუ მინიმალური ფასი იყო 50 თეთრი, წელს მინიმალური ფასი 3 ნახევარი ლარიდან იწყება. 

რაც შეეხება სხვადასხვა ზონაში განსხვავებულ ფასს ამას არეგულირებს საბაზრო ეკონომიკა, კერძო სექტორში ვერავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ფასის რეგულირებას ვერ განახორციელებს. 

ამიტომ ''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ წამოწყებული პროვოკაცია ფასთან დაკავშირებით სრულიად უადგილოა. 

თუ კი სხვადასხვა ზონაში არსებობს სხვადასხვა ფასი ეს მოსავლის რაოდენობიტაა განპირობებული. ფერმერებს შეუძლიათ მოსავალი შეაგროვონ და სხვა რეგიონში გაყიდონ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მოქალაქეებს ინფორმაციის მიწოდებაში დაეხმარება. მთავრობის თავმჯდომარის დავალებით შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ადგილზე ამოწმებს ფასებს და ინფორმაციას მოსახლეობას და შესაბამის ორგანიზაციებს აწვდის. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში