"ჩვენს ოჯახს მხოლოდ ერთი ბიზნესი აქვს - ტვ პირველი და შემოსავალი 10 000 ლარი არ იქნება" - ავთანდილ წერეთელი

27 აგვისტო 2019, 17:05 2411 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ წერეთელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე მსჯელობს შეუფარდებს თუ არა ბიზნესმენს აღმკვეთი ღონისძიების სანაცვლოდ ნახევარი მილიონის. 

ავტანდილ წერეთელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას პირადი შემოსავალი პენსიის გარდა აღარ აქვს, რადგან ბიზნესი საოჯახოა და მისი შვილი მართავს. 

"ბიზნესები ჩემ შვილზეა და ასე ვცხოვრობთ, ერთი ოჯახი ვართ. თუ გინდათ, სიმართლე გითხრათ, პენსიაც არ მაქვს გაფორმებული. ამათმა იციან, რომ ბოლო 2 წელნახევარია, შემოსავალი არ მაქვს და უნდათ ჩემ შვილზე ზეწოლა მოახდინონ. ტელევიზია უნდათ და ვერ მიიღებენ", - განაცხადა წერეთელმა.

მოსამაღთლის კითხვაზე, რა არის ოჯახის შემოსავალი ავთანდილ წერეტელმა თქვა, რომ მხოლოდ ტვ პირველიდან შემოსული მოგება, რომელიც 10 000 ლარიც არ იქნება. "ჩვენ ოჯახს აქვს ბიზნესი, რომელსაც "ტვ პირველი“ ჰქვია" საიდანაც შემოსავალი 10 000 ლარი არ იქნება“. 

მოსამართლემ მას განუმარტა, რომ შემოსავლის ოდენობით იმის გამო დაინტერესდა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ოდენობა განსაზღვროს და დააკმაყოფილოს თუ არა, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ოდენობა.

მანამდე კი განცხადება გირაოსთან დაკავშირებით ტვ პირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა გააკეთა და თქვა, რომ თუ ნახევარი მილიონი ლარის გირაოს შეუფარდებს  მამას, გირაოს დასაფარად  ტელევიზიის შენობის ბანკში ჩადება მოუწევს. 

"ჩემმა მეგობრებმა და უახლოესმა ხალხმა მთხოვეს ფული. ის ჩემი ფული იყო და ვასესხე. თურმე, ქონებები ფიქტიურად ჩამიდია. თქვენ არ ხართ ამ საქმის გამომძიებლები, ეს არ არის თქვენი გამოძიებული საქმე, თორემ ასე არ გექნებოდათ გამოძიებული. ავიღე კრედიტი, ეს ჩემი ნებაა. შემიძლია ქონებაც ვიყიდო, გავასესხო. იმ დროს ბრუნვა 200 მილიონ დოლარამდე მქონდა პატივცემულო მოსამართლე. რა ფულის გათეთრებაზეა საუბარი? გამომძიებელს უნდა დამიმტკიცოს თეთრი ფული გავათეთრე. თუ ისეთი შესაძლებლობები მაქვს, როგორც ამბობენ, 500 000-ს გავეკიდები? 500 000 მატყვევებს? დამნაშავე არ ვარ და ამიტომ ჩამოვფრინდი დღეს. რატომ ჩამოვედი, თუ ასეთი ცხოვრება მაქვს მოწყობილი, უცხოეთში წამოწოლილი ვარ და რასაც მინდა ვაკეთებ. ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ! არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რატომ 100 000-ჯერ არ ვარ ამ ათ წლის განმავლობაში გაფრენილი?" - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა სასამაღტლო პროცესზე. 

ავთანდილ წერეთელს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში