გირაოს ნაცვლად მოგვიწევს “ტვ პირველის” ჩადება, რასაც ვულოცავ პროკურატურას- ვატო წერეტელი

27 აგვისტო 2019, 17:10 1738 ნახვა

თუ ქონების ჩადება მოგვიწევს, მოგვიწევს “ტვ პირველის” ჩადება, რასაც ვულოცავ პროკურატურას და სახელმწიფოს, - ეს განცხადება სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ “ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოჯახს აქტიური ბიზნესი არ აქვს და თუ საქმე მიდგება გირაოს თანხის გადახდაზე, მოუწევთ ტელეკომპანიის ჩადება.

“ეს აუცილებლად უნდა დავაფიქსირო. პროკურატურას მაგალითად მოჰყავს გირაოს შეფარდებაზე საქმე “ხადარკოვსკი რუსეთის წინააღმდეგ”. გასაოცარია ეს ჩემთვის, ვერ გასცდა ჩვენი ქვეყნის სასამართლო და პროკურატურა რუსეთის ფედერაციას.

სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. რატომ აღარ არის აქტიურ ბიზნესში ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. ყველაზე ცუდი ის, რაც ხდება გირაოს სახით შეიძლება მოხდეს სავარაუდოდ, “ტვ პირველის” შენობის ჩადება. უნდა ვიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესში აღარ ვართ და თუ ქონების ჩადება მოგვიწევს, მოგვიწევს “ტვ პირველის” ჩადება, რასაც ვულოცავ პროკურატურას და სახელმწიფოს”, - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე მსჯელობენ. პროკურატურა 500 000 ლარიან გირაოს ითხოვს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში