ლავროვის განცხადებას აფხაზეთის აღიარებაზე საქართველოში აფასებენ

27 აგვისტო 2019, 17:29 1823 ნახვა

რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების კიდევ ერთი მცდელობა. სერგეი ლავროვის განცხადებას რეალობასთან აცდენილს უწოდებენ თბილისში.

პოლიტიკოსებს კრემლის განცხადების საპირისპიროდ იმ ქვეყნების სია მოჰყავთ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პროცესს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში