ნაგვის ურნების და ნარჩენების მართვის პრობლემა ქედაში

27 აგვისტო 2019, 21:44 1949 ნახვა

დაბა ქედისა და მუნიციპალიტეტის 64 სოფლის მოსახლეობა, ნარჩენების გატანასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის. მათი თქმით, სოფლებში, მსგავსი სერვისის შეფერხებით მუშაობის გამო, ყველაზე მეტად გარემო ზარალდება, სადაც მოსახლეობა ნაგავს, პირდაპირ ხევში ყრის. 

პრობლემას აღიარებენ ქედის მერიაში, სადაც ამბობენ, რომ მის მოსაგვარებლად, საჭირო თანხები არ აქვთ. იმის მიუხედავად, რომ მუნიციპალიტეტს, სულ ორი ნაგავმზიდი ემსახურება, „კომუნალური სერვისების“ სამსახურში მიიჩნევენ, რომ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტში, პრობლემა არ არსებობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში