ხელისუფლების ლიდერები საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობენ

28 აგვისტო 2019, 18:03 1188 ნახვა

დღეს მედიის წარმომადგენლები ცდილობდნენ მოესმინათ ხელისუფლების წევრების მოსაზრებები და შეფასებები მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტები თბილისის სიონის ტაძართან მივიდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვას მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, თუმცა არც პრემიერმა და არც პარლამენტის თავმჯდომარემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხეს.

არჩილ თალაკავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამის შესახებ კომენტარს პარლამენტში გააკეთებდა, თუმცა როდის ეს არ დაუკონკრეტებია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში