​​​​​​​ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონში ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარა

28 აგვისტო 2019, 21:12 1456 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან და გვირგვინასთან ჯავშანტექნიკით პატრულირება დაიწყეს.

როგორც სააგენტო „რესი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, პატრულირება დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, „უსაფრთხოების და სასაზღვრო რეჟიმის დასაცავად“ მიმდინარეობს.

ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, განცხადება გაკეთდა საქართველოს საგარეო უწყებაში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში