თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მის ამბიციურ გეგმაში 6000 სამუშაო ადგილის შექმნა შედის

29 აგვისტო 2019, 12:12 1583 ნახვა

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობამ გასვლითი სხდომა ქობულეთში ჩაატარა. სხდომის დაწყებამდე,  მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ აქვს ამბიციური გეგმა აჭარაში  6000 სამუშაო ადგილის შექმნას  წელს და მომავალ წელს. მისივე თქმით, ამავე გეგმის ნაწილია საინვესტიციო პორტფელი სამ მილიარდ ლარამდე გაიზარდოს. 

მთავარი გათვლა, როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, სამშენებლო სექტორზე მოდის, სწორედ სასტუმროების მშენებლობასა და გაჩერებულ ობიექტების ამუშავებაზე გააკეთა აქცენტი თორნიკე რიჟვაძემ.  თქვა, რომ "მიმდინარე წელს კი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 30 გაჩერებული პროექტი გაგრძელდა".

''ზუსტად ერთი წლის წინ, აჭარის მთავრობამ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ განკარგულება მიიღო. ამ პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ, რეგიონში 30-მდე გაჩერებული პროექტი ამოქმედებულიყო. რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.

ამის გარდა, ამბიციური გეგმის შესაბამისად გვინდა, რომ წლის ბოლომდე საინვესტიციო პორტფელი, სამ მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.

სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში უნდა იყოს თანაბარი ეკონომიკური პირობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებს კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი,'' - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძემ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში