ენმ სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს

31 აგვისტო 2016, 00:00 3629 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობა” სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს დაინტერესდეს მეჯინისწყლის ტერიტორიიდან ინერტული მასალის გატანის ფაქტით. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციით, ტერიტორიაზე “აკვა კულტურას” თევზის მეურნეობა უნდა გაეშენებინა, მილიონიანი პროექტის განხორციელებაზე კი 2014 წელს ხელშეკრულება აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმდა. თემურ დუმბაძის ინფორმაციით, კომპანიამ ინერტული მასალა უნებართვოდ გაიტანა, მოგვიანებით კი მხარეებს
შორის ხელშეკრულება ისე შეწყდა, რომ კანონდარღვევევის ფაქტით არავინ დაინტერესებულა. დუმბაძის განცხადებით, რეალურად მხარეებს შორის გარიგებას ჰქონდა ადგილი. 

ოპოზიციის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა. 

ამავე კატეგორიაში