6000 სამუშაო ადგილის შექმნა წელს და მომავალ წელს აჭარის რეგიონში. ასეთი გეგმები აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.
თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. რიჟვაძე ამბობს, რომ რეგიონში 1,5 ნახევარი ლარის ინვესტიცია ხორციელდება და ეს მონაცემები სამ მილიარდამდე უნდა გაიზარდოს.
მისივე თქმით, რეგიონში არც ერთი საინვესტიციო პროექტი არ არის შეჩერებული. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსულ სანქციებზეც ისაუბრა, რომლის გამოც რუსეთსა საქართველოს შორის ფრენები შეწყდა.