დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, სოფელ ჩორჩანაში არსებული ვითარება

30 აგვისტო 2019, 10:22 1748 ნახვა

ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობის შეჩერების ულტიმატუმის ვადა, რომელიც დეფაქტო ცხინვალმა საქართველოს გუშინ მისცა, ამოიწურა. 

საქართველომ ულტიმატუმი არ შეასრულა და ბლოკპოსტის მშენებლობა გააგრძელა.

საზღვართან ამ დროისთვის სიმშვიდეა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟურნალისტები. 

ქართული მხარე აცხადებს, რომ ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია სად განათავსებენ ბლოკპოსტებს მის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სოფელ ჩორჩანაში ნებისმიერ გართულებულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და განცხადებები პროვოკაციად შეაფასა და დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში გუშინვე ჩააყენა. 

გუშინ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში