სოფელ ხელვაჩაურში მსურველებს უფასო გამკვლევა ჩაუტარდებათ

30 აგვისტო 2019, 09:17 1287 ნახვა

ხელვაჩაურში მცხოვრებლებს შიდსსა და C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ასევე სურვილის შემთხვევაში მამოგრაფიას ჩაუტარებენ. 

დღეს, 30 აგვისტოს, სოფელ ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის წინ, მეჩეთთან მივა მოძრავი ლაბორატორია და მედიკოსები მოქალაქეებს ადგილზე მოემსახურებიან. მსურველებს პროსტატის ადენომაზეც ჩაუტარდებათ კვლევა.

მოძრავი ლაბორატორია სოფელში დილის 10 საათზე მივა და მსურველებს 17:00 საათამდე მოემსახურებიან. 

აქციის ორგანიზატორი უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია, კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში