არის თუ არა დარღვევები ბათუმის მერიის ამხანაგობის პროგრამის მიმდინარეობაში?

30 აგვისტო 2019, 14:29 1440 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

როგორც გელა დეკანაძე ამბობს, რომ 2018 წელს ბათუმის მერიამ „საუბნო კავშირების“ შესაქმნელად 33 000 ლარი გამოყო. რომლის მიზანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარება უნდა ყოფილიყო. პროგრამის ფარგლებში „განვითარების აკადემიამ“ 14 კავშირი შეიქმნა.

დეკანაძე ამბობს, რომ  მერიამ 2019 წლის ბიუჯეტი წინა წლიდან ისე გადააკოპირა, რომ ბინათმესაკუთრეთა საჭიროების შესახებ არაფერი წერია. დეკანაძე ამბობს, რომ ამის შესახებ წერია  სახელმწიფო  აუდიტის დასკვნაში.

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი სულხან ევგენიძე კი ამბობს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროების შესახებ ინფორმაცია ამხანაგობის თავმჯდომარეების მეშვეობით შედის.

ასევე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას. გარდა ამისა საუბნო კავშირებისგანაც იღებენ ინფორმაციას. ამის შემდეგ ხდება ფაქტზე რეაგირება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში