მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი მქონე სოფლებში პენსია იზრდება

31 აგვისტო 2016, 00:00 4748 ნახვა

ხვალიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივ მცხოვრებლებს, ასაკით პენსიონერებს პენსია 20 პროცენტით გაეზრდებათ და 180-ის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, 20 პროცენტით გაიზარდება მთაში მუდვად მცხოვრებთა სოციალური პაკეტი. მათ შორის შშმ პირებისთვის,  მარჩენალდაკარგულებისა  და რეპრესირებულებისათვის. მიმდინარე წლის მონაცემებით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 51 ათასი ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია. შეღავათებით ასევე ისარგებლებენ სოფლებში მომუშავე ექიმები და ექთნები. სიახლეების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში