წელს აჭარაში 5 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 3-ს ამ დრომდე ეძებენ

30 აგვისტო 2019, 16:08 2533 ნახვა

მიმდინარე წელს საქართველოში უგზო-უკვლოდ 93 პირი დაიკარგა, მათგან 53 იპოვეს, 40-ს კი დღემდე ეძებენ.

სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

6 თვეში ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული თბილისში ფიქსირდება - 35 მოქალაქე, ამათგან ნაპოვნია-21.

ყველაზე ცოტა უგზო-უკვლოდ დაკარგული  გურიასა და მცხეთა-მთიანეთშია. აღნიშნულ რეგიონებში 6 თვის განმავლობაში ასეთი თითო  ფაქტი ფიქსირდება.

რაც შეეხება აჭარას, აჭარაში 181 დღის განმავლობაში  უგზო-უკვლოდ 5 პირი დაიკარგა, მათგან მოიძებნა 2, 3 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

დაკარგული 93 მოქალაქიდან  19 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი 7 არასრულწლოვანი დაიკარგა ქვემო ქართლში,  მათგან მოიძებნა მხოლოდ 3.

ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული არასრულწლოვანია აჭარაში, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

დაკარგული 93 პირიდან  6 თვეში 6 გარდაცვლილი იპოვეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების უმეტესობა  25 დან 44 წლამდე იყო.

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 2 500-მდე ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი უმეტესობა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, საომარი ვითარებების პერიოდში გაუჩინარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში